მიმდინარეობს საიტის განახლება

ნარჩენების მართვის პოლიტიკის შეფასება

ნარჩენების მართვის პოლიტიკის შეფასება

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ნარჩენების მართვის ის უახლესი მოდელია, რასაც მსოფლიოში თითქმის ყველა განვითარებული ქვეყანა მისდევს, იგი გულისხმობს, რომ მწარმოებლები და იმპორტიორები პასუხისმგებლობას იღებენ იმ პროდუქციის ნარჩენების მართვაზე, რომელთაც აწარმოებენ ან/და შემოაქვთ ბაზარზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაანონსებული პოლიტიკის თანახმად, მწარმოებელი ვალდებული იქნება ნარჩენები განცალკევებულად თავად შეაგროვოს და გადაამუშაოს. 


ჩვენი აზრით, ნარჩენების მართვის პოლიტიკის სწორად ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ეტაპობრივად, თანამიმდევრული პოლიტიკის გაატარება ნარჩენების მართვის კუთხით:  

  • ცნობიერების ამაღლების კუთხით აქტიური პოლიტიკის განხორციელება და მუნიციპალურ დონეზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება;
  • უნდა შეიქმნას ნარჩენების შემცირების მიმართულებით სტრატეგიული გეგმა. ნარჩენების ძირითადი კატეგორიების მიმართულებით უნდა განხორციელდეს კვლევები და დადგნდეს რომელი ნარჩენი ჭარბობს. შესაბამისად შემუშავდეს და გატარდეს ამ ჭარბი ნარჩენების შემცირების გეგმა;
  • ნარჩენების მართვის პოლიტიკის განხორციელებისას, მწარმოებლების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია წახალისებულ იქნას ბიზნესი სხვდასხვა ინსტრუმენტებით;
  • სახელმწიფომ მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას;
  • კომპანიების მხირდან ნარჩენების შემცირებისა და მართვის მიზნით, ბოლო ეტაპზე, შესაძლოა სახელმწიფომ გარკვეული სანქციები და გადასახადებიც კი შემოიღოს.  

მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის წარმატებით განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანესია პოლიტიკის დაგეგმვა ეროვნულ დონეზე და ადგილობრივ ხელისუფლებებთან მჭიდრო თანამშრომლობა/კოორდინაცია. 

 

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის შემუშავებას მთავრობის მხრიდან სტიმულირება და საწყის ეტაპზე კერძო სექტორისთვის გარკვეული შეღავათების შეთავაზება სჭირდება. ვინაიდან აღნიშნული პოლიტიკა საქართველოში სიახლეს წარმოადგენს, ამ პროცესში მთავრობამ მწარმოებლებს თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა უნდა შესთავაზოს, რათა უზრუნველყოს მათი მაქსიმალური ჩართულობა კანონის აღსრულებაში.


მაშინ, როცა ქვეყანაში ფაქტიურად არ გვაქვს ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პოლიტიკის განხორციელებით, ბიზნესს ხელი არ შეეშალოს და პრობლემები არ შეექმნას. აღნიშნულ პოლიტიკაზე გადასვლა უდნა მოხდეს ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ. 

pdfიხილეთ სრულად

პეკანის კაკლის ბაზრის კვლევა და განვითარების შესაძლებლობები

მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლებში, მსოფლიო ბაზარზე პეკანი კაკლის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში მისი წარმოება ჯერჯერობით განვითარებული არ არის. დღესდღეობით ქვეყანაში...

ნუშის ბაზრის კვლევა და განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

აღნიშნული კვლევა მოიცავს სრულ ინფორმაციას ნუშის კულტურაზე, კვლევაში დეტალურადაა განხილული: ნუშის კულტურის მახასიათებლები, მოთხოვნა ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე, მავნებელ-დაავადებები...

კაკლის ბაზრის კვლევა და განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

აღნიშნული კვლევა მოიცავს სრულ ინფორმაციას კაკლის კულტურაზე, მასში დეტალურადაა განხილული კულტურის მახასიათებლები, მოთხოვნა ნიადაგურ-კლიმატური პირობების მიმართ, ჯიშები, მავნებელ-დაავ...

მეტის ნახვა+