მიმდინარეობს საიტის განახლება

ნუშის ბაზრის კვლევა და განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

ნუშის ბაზრის კვლევა და განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

აღნიშნული კვლევა მოიცავს სრულ ინფორმაციას ნუშის კულტურაზე, კვლევაში დეტალურადაა განხილული: ნუშის კულტურის მახასიათებლები, მოთხოვნა ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე, მავნებელ-დაავადებები, მოსავლის აღება, პროდუქტები, პირველადი გადამუშავება, ადგილობრივი და მსოფლიო ბაზარი, ექსპორტ-იმპორტისთვის საჭირო დოკუმენტაცია და ა.შ. 


მსოფლიოში ნუშის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, მოხმარების ზრდის პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი წარმოება საქართველოში, ბოლო 2-3 წლის მანძილზე  ასეულობით ჰექტარი ნუშის ბაღი გაშენდა. 


თუ ნუშის ბაღების გაშენება არსებული ტემპებით გაგრძელდა, საქართველოს აქვს შანსი, რომ ნუშის მწარმოებელი ქვეყნების სიაშიც საპატიო ადგილი დაიკავოს და ექსპორტიორ ქვეყნების ნუსხაშიც შევიდეს. 


მიუხედავად ასეთი პოტენციალისა, ჯერჯერობით ნუშის ბაზარი ქვეყანაში ძალიან ქაოტური და არაორგანიზებულია. ნუშის ადგილობრივი წარმოება ფაქტობრივად არ გვაქვს. არ არსებობს სტაბილური მიწოდების არხები, ბაზარი იმპორტზეა დამოკიდებული და არ გვაქვს საწარმოო ბაღები.


საქართველოში ფაქტობრივად არ არის ნუშის მსხმოიარე კომერციული ბაღები. Ბოლო 3 წელიწადში კი 1200 ჰა-ზე მეტი ნუშის ბაღი გაშენდა, თუმცა ჯერ არცერთი მათგანი მსხმოიარობაში შესული არ არის. მომავალ წლებში კიდევ გაშენდება რამდენიმე ასეული ჰექტარი და ძალიან მალე საჭირო გახდება ნუშის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა. 


ქართულ ნუშს ექსპორტის პოტენციალი ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთში და აზიაში აქვს. თუმცა ამ ბაზრებზე შესასვლელად, აუცილებელია, რომ ფასი კონკურენტული იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სურსათის უვნებლობის და პროდუქტის ხარისხის მოთხოვნები დაცული იყოს. 


ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე საქართველოში ყოველწლიურად საკმაოდ დიდი რაოდენობით ნუშის იმპორტი ხორცილდება, ხოლო ექსპორტი თითქმის აქ ხდება, ქვეყანაში დაფიქსირებულია ნუშის ექსპორტის ცალკეული შემთხვევები. მაგალითად, 2015 წელს საქართველოდან გასულია 15 ტონა კანგაცლილი ნუში, ხოლო 2016 წელს 24 ტონა. 


რაც შეეხება ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს, ნუშის მაღალი მოსავლის მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკვეთის სწორად შერჩევას და მცენარეთა კვების არეს. ნუშისთვის საუკეთესოა მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის და კარგი აერაციის მქონე კარბონატული ნიადაგები, თუმცა მისი ნარგაობები გვხვდება თიხნარ, ხირხატიან და ქვაღორღიან ნიადაგებზეც

ნუშის კულტურისგან იწარმოება შემდეგი პროდუქტები: ნაყოფი,  რძე და ზეთი. 


საქართველოში ნუშის ყოველწლიური მოსავლის სტაბილური მიღების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს გვიან მოყვავილე ფორმების და ჯიშების შერჩევა. დღესდღეობით გულის მაღალი ხარისხის, გამოსავლიანობის და ყინვაგამძლეობის მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოში ქვემო ქართლსა და კახეთში დარაიონებული ჯიშებია: შაქარა, შირაქულა, ზილიჩა, თხელნაჭუჭა, ნიკიტის 62, ძეგვური, კაჭრეთული, გიკა, ლისი, პატარძეული, ნონპარელი, სუპერნოვა, ფერანი, გენკო, ტუონოვო, ბუტე, პადრე, მარდია, გრან-ფერანი დაგუარა


ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრობლემა ასევე სანერგეების და სადედე ბაღების არარსებობა წარმოადგენს. ნუშის ნერგების დაახლოებით 70% ქვეყანაში იმპორტულია, ხოლო დანარჩენი ადგილობრივი წარმოებისაა. ნერგების იმპორტი ხორციელდება იტალიიდან და ესპანეთიდან.

ადგილობრივი სანერგეები წელიწადში დაახლოებით 25,000 - 30,000 ცალ ნუშის ნერგს აწარმოებენ. 

pdfიხილეთ სრულად

პეკანის კაკლის ბაზრის კვლევა და განვითარების შესაძლებლობები

მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლებში, მსოფლიო ბაზარზე პეკანი კაკლის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში მისი წარმოება ჯერჯერობით განვითარებული არ არის. დღესდღეობით ქვეყანაში...

კაკლის ბაზრის კვლევა და განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

აღნიშნული კვლევა მოიცავს სრულ ინფორმაციას კაკლის კულტურაზე, მასში დეტალურადაა განხილული კულტურის მახასიათებლები, მოთხოვნა ნიადაგურ-კლიმატური პირობების მიმართ, ჯიშები, მავნებელ-დაავ...

ვადაგასული პესტიციდების და ქიმიური ნივთიერებების მართვის პრობლემა

სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდასთან ერთად ბოლო წლებში, საქართველოში მზარდია ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების მოხმარება. სასუქების და პესტიციდების გამოყენება დადებითად აისახება...

მეტის ნახვა+