მიმდინარეობს საიტის განახლება

პეკანის კაკლის ბაზრის კვლევა და განვითარების შესაძლებლობები

პეკანის კაკლის ბაზრის კვლევა და განვითარების შესაძლებლობები

მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლებში, მსოფლიო ბაზარზე პეკანი კაკლის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში მისი წარმოება ჯერჯერობით განვითარებული არ არის. დღესდღეობით ქვეყანაში არ არსებობს კულტურის კომერციული ბაღები, იგი ერთეული ხეების სახით გვხვდება დასავლეთ საქართველოს სოფლებში. 


პეკანის კაკალი ცნობილია როგორც კაკლის ერთ-ერთი კეთილშობილი სახეობა. გარეგნულად ჰგავს კაკალს, თუმცა არ აქვს შიდა კედლები და აქვს უფრო მდიდარი ქიმიური შემადგენლობა. იგი ბუნებრივად იზრდება ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში. მოჰყავთ კავკასიაში, იშვიათად უკრაინასა და შუა აზიაში.


საქართველოში გავრცელებულია ძლიერი ზრდის პეკანის ჯიშ-პოპულაციები და ინტროდუცირებული ჯიშები: მაიორი, ტომასი, სიუქსესი, შლეი, ფროტშერი, სტუიარტი.
ბოლო დროს კაკლოვანი კულტურების ბაღების აქტიურმა გაშენებამ, პეკანზე მოთხოვნა გააჩინა, მიუხედავად  მოთხოვნისა, ჯერ პეკანის კომერციული ბაღების გაშენება არ დაწყებულა. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ პროექტი „დანერგე მომავლი„ პეკანის კომერციული ბაღის გაშენებას არ აფინანსებს.

ადგილობრივ ბაზარზე ნაჭუჭიანი პეკანის ღირებულება 4-7 ლარის ფარგლებშია, ხოლო პეკანის გული 10-15 ლარი ღირს. 

Რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, პეკანის მსოფლიო წარმოებამ ბოლო წლებში 108,000 ტონაზე მეტი შეადგინა, ხოლო Ბოლო ათი წლის განმავლობაში მისი მოხმარება 59%-ით გაიზარდა. პროდუქცია ძირითადად აშშ-სა და მექსიკაში იწარმოება. 

pdfიხილეთ სრულად

ნუშის ბაზრის კვლევა და განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

აღნიშნული კვლევა მოიცავს სრულ ინფორმაციას ნუშის კულტურაზე, კვლევაში დეტალურადაა განხილული: ნუშის კულტურის მახასიათებლები, მოთხოვნა ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე, მავნებელ-დაავადებები...

კაკლის ბაზრის კვლევა და განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

აღნიშნული კვლევა მოიცავს სრულ ინფორმაციას კაკლის კულტურაზე, მასში დეტალურადაა განხილული კულტურის მახასიათებლები, მოთხოვნა ნიადაგურ-კლიმატური პირობების მიმართ, ჯიშები, მავნებელ-დაავ...

ვადაგასული პესტიციდების და ქიმიური ნივთიერებების მართვის პრობლემა

სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდასთან ერთად ბოლო წლებში, საქართველოში მზარდია ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების მოხმარება. სასუქების და პესტიციდების გამოყენება დადებითად აისახება...

მეტის ნახვა+