ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თუ კოოპერატივს, ვისაც უცხოელი ექსპერტის კონსულტაცია სურს, „აგროსოლუშენსი“ ამ სპეციალისტების საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს.
წარმატებულად ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ექსპერტებთან და პრაქტიკოს სპეციალისტებთან. ყველა სპეციალისტს აქვს უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება, რაც საბოლოოს განსაზღვრავს სწორ კონსულტაციას და კარგ შედეგს.
ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან, ერთჯერადი და მრავალჯერადი კონსულტაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით: მეცხოველეობა, მემცენარეობა, ცივი და მშრალი შენახვის ტექნოლოგია, მესათბურეობა, ირიგაცია, წარმოების ტექნოლოგია, იქთიოლოგია, სურსათის უვნებლობა.