საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ავალდებულებს კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებლებს შეიმუშაონ ნარჩენების მართვის გეგმა, რომელიც კომპანიის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს.
კომპანიის სპეციალისტები ნარჩენების მართვის გეგმის დოკუმენტში დეტალურად გაწერენ ინფორმაციას ნარჩენების პრევენციისა და აღდგენისთვის გათვალისწინებული ღონისძიებების, ნარჩენების შეგროვების პრინციპების, დროებითი შენახვის, ტრანსპორტირების, დამუშავება, განთავსების და მონიტორინგის შესახებ.
კომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტი სრულად პასუხობს კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს და მოიცავს სრულ ინფორმაციას საქმიანობის განხორციელების დროს წარმოქმნილი ნარჩენების მართვის პროცესის შესახებ.