მიმდინარეობს საიტის განახლება

სასოფლო სამეურნეო მიწების ყიდვა-გაყიდვა

წარმატებული ბიზნესსაქმიანობის განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს შესაბამისი მიწის რესურსი და ბიზნესის განხორციელების ადგილმდებარეობა.

 

აგრო ლენდი, ერთის მხრივ სასოფლო სამეურნეო მიწების შესყიდვით დაინტერესებულ პირების ეხმარება კონკრეტული ბიზნეს საქმიანობისთვის მიწის ნაკვეთის მოძიებაში.  სერვისის ფარგლებში, კომპანიის ექსპერტების აგრონომების, აგრო ინჟინრების მიერ ხდება ნაკვეთის აგროტექნიკური შეფასება, პოტენციალის განსაზღვრა, რისკების იდენტიფიცირება და მისი შესაბამისობის დადგენა დამკვეთის მიერ შერჩეულ ბიზნესსაქმიანობასთან.

აღნიშნული ფაქტორების გაანალიზების შემდგომ კომპანია დამკვეთს სთავაზობს კონკრეტულ მიწის ნაკვეთს.

 

მეორეს მხრივ აგრო ლენდი სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვით დაინტერესებულ პირებს ეხმარება კლიენტების მოძიებაში და მის რეალიზაციაში. 

 

სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გასამარტივებლად აგრო ლენდმა შექმნა ონლაინ პლატფორმა www.agroland.ge რომლის საშუალებითაც ერთმანეთს აკავშირებს მყიდველს და გამყიდველს.

 

კომპანია ასევე  ახდენს ყველა ტექნიკური თუ იურიდიული საკითხების მოგვარებას მიწის საბუთების მოწესრიგებასა თუ გადაფორმებასთან დაკავშირებით.


თუ გსურთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შესყიდვა ან რეალიზება შეავსეთ კითხავრი: