მიმდინარეობს საიტის განახლება
მიწის აგროტექნიკური შეფასება

მიწების აგროტექნიკურ შეფასება საშუალებას იძლევა განისაზღვროს, თუ რომელი კულტურების გაშენება არის რეკომენდირებული კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე - კლიმატური პირობების, ნიადაგის, საირიგაციო წყლის, რელიეფის და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით. 

სერვისის ფარგლებში, კომპანიის აგრონომების, ტექნიკური მენეჯერების და აგრო ინჟინრების ვიზიტის შედეგად, ფასდება მიწის ნაკვეთის აგროტექნიკური მახასიათებლები: რელიეფი, ნიადაგის საფარი, დაჭაობება, კლიმატი, ქარსაცავი, საირიგაციო შესაძლებლობები, და ა.შ. ასევე მოწმდება ნიადაგის და საირიგაციო წყლის PH და EC.
საჭიროების შემთხვევაში ვიზიტის დროს ხდება ნიადაგის ნიმუშების სწორად აღება აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ძირითად პარამეტრებზე ანალიზის ჩასატარებლად.

მიღებული შედეგების გათვალისწინებით გაიცემა დასკვნა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მარტივად მიიღოთ გადაწყვეტილება: თუ რომელი კულტურების გაშენება არის რეკომენდირებული თქვენს ნაკვეთზე, რა პოტენციალი გააჩნია მას და რა რისკები შეიძლება არსებობდეს კონკრეტული აგრობიზნესის წარმოების პროცესში.