მიმდინარეობს საიტის განახლება

წყლის დარბილების სისტემები

საქართველოში გრუნტის წყლების მარილიანობის პრობლემა ხშირად გხვდება. აქედან გამომდინარე, ამ წყლების გამოყენება ვერ ხერხდება წარმოების პროცესში, მისი მაღალი მინერალიზაციის გამო. შესაბამისად აუცილებელია წყლის დარბილება და მასში ელექტრო გამტარობის კოეფიციენტის დასაშვებ ნორმამდე დაყვანა.
 
ჩვენი სპეციალისტები ადგენენ საწარმოსთვის აუცილებელი წყლის მინერალიზაციის დონეს და ლაბორატორიულად იკვლევენ არსებულ წყალს. 
 
აგრო ირიგეიშენის აგრო ინჟინრები უზრუნველყოფენ წყლის დარბილების სისტემის პროექტირებას, მასალების იმპორტს და მონტაჟს. აღნიშნული, უზრუნველყოფს წყლის დარბილებას და მინერალიზაციის საჭირო კონდიციამდე მიყვანას.