წვეთოვან სარწყავ მილებს დროთა განმავლობაში, მარილებისგან უჩნდებათ ნადები, შესაბამისად საწვეთურები თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებენ.
მცენარეს არ მიეწოდება საჭირო რაოდენობის წყალი, სათანადოდ ვერ ირწყვება ნაკვეთები, რთულდება სასუქების მიწოდება და დოზირების დაცვა, იზრდება სისტემაზე დატვირთვა.
წვეთოვანი სარწყავი სისტემა, გამართული და ეფექტური მუშაობისთვის, პერიოდულად საჭიროებს სპეციალური ხსნარებით გამორეცხვას.
ჩვენი აგრო ინჟინრები ახდენენ თქვენს ბაღში არსებული სისტემის შემოწმებას, ადგენენ სისტემის რეცხვისთვის საჭირო ნივთიერებას და დოზას, საბოლოოდ კი, სპეციალური ხსნარების საშუალებით, უზრუნველყოფენ აღნიშნული სისტემის ნადებისგან სრულად გასუფთავებას.