მიმდინარეობს საიტის განახლება

რეზერვუარები

გამართული საირიგაციო სისტემის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია შესაბამისი მოცულობის წყლის რეზერვუარი, რომელსაც შეეძლება ზუსტად იმ რაოდენობის წყლის დარეზერვება, რომელიც საჭიროა კონკრეტული მეურნეობისთვის.
 
აგრო ირიგეიშენი უზრუნველყოფს ნებისმიერი მოცულობის და სირთულის, როგორც გალვანიზირებული ფოლადის ევროპული ავზების, ასევე ღია, ტბის ტიპის რეზერვუარების  პროექტირებას და  მონტაჟს.
საინჟინრო პროექტის შედგენაში აგროინჟინრებთან ერთად მონაწილეობას იღებენ აგრონომები, რათა ზუსტად დაანგარიშდეს მეურნეობისთვის საჭირო წყლის ოდენობა - მიწის ნაკვეთის მდებარეობის, კულტურის, ფართობის, წყლის დებეტის მიხედვით, სწორად მოხდეს სისტემის სიმძლავრეების გათვლა და შესაბამისად შედგეს პროექტი.
 
წყლის რეზერვუარი უზრუნველყოფს მეურნეობისთვის წყლის უწყვეტად მიწოდებას, შესაბამისად მცენარე ყველაზე კრიტიკულ პერიოდშიც კი არ განიცდის წყლის დეფიციტს.