აგრო სოლუშენსი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სოფლის მეურნეობის ნებისმიერი მიმართულებით ტრენინგების ჩატარებას, რომლის საშუალებითაც სამიზნე აუდიტორია მიიღებს სრულ ცოდნას მათთვის საინტერესო სფეროზე, დეტალურად შეისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს, გაეცნობიან სხვა ქვეყნის გამოცდილებებს და გახდებიან თავიანთი დარგის სპეციალისტები.
აგრო სოლუშენს მჭიდროდ თანამშრომლობს, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოცდილ/აღიარებულ საერთაშორისო კომპანიებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, რომლებსაც აქვთ თავიანთ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
სერვისის ფარგლებში, დამკვეთის მიზნების შესაბამისად, ხდება სასწავლო მოდულების შექმნა. მოდულები მორგებულია კონკრეტული ფოკუს ჯგუფის ინტერესებზე და ორიენტირებულია შედეგზე. მათ შედგენაში ჩართულია, როგორც ქართველი ისე უცხოელი ექსპერტები და დარგის სპეციალისტები.
ტრენინგები ითვალისწინებს, როგორც პრაქტიკული ისე თეორიული ცოდნის მიღებას, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყენებში.
საველე ტრენინგები, პრაქტიკული სწავლება და პროცესში ჩართული აუდიტორია – მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ტრენინგის ხარისხს და შედეგს.
ტრენერების შერჩევა ხდება ორი მნიშვნელოვანი უნარის მიხედვით - პრაქტიკული თანამედროვე ცოდნა და აუდიტორიასთან მუშაობის უნარი.
შესაბამისად, ეს ყველაფერი აუდიტორიისთვის აიოლებს სატრენინგო მასალის ათვისებას და კურსის შედეგიანად დასრულებას.