სერვისის ფარგლებში ხდება გაშენებული ბაღების, ფერმების, ცხოველების, მცენარეების, აღჭურვილობის, დანადგარების, ინფრასტრუქტურის, რეალური მდგომარეობის შეფასება, რომლის დროსაც გათვალისწინებულია შესაფასებელი ქონების ყველა თავისებურება და ასპექტი.
აგრო სოლუშენსის ექსპერტები და სფეროს სპეციალისტები უზრუნველყოფენ აგრობიზნესის დეტალურ შეფასებას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას, რომლითაც დაინტერესებული პირი იღებს სრულ ინფორმაციას აგრობიზნესის რეალური მდგომარეობის შესახებ, რაც შემდგომში ეხმარება მათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები.
სერვისის ფარგლებში ასევე ხდება ბაღის ინვენტარიზაცია და სპეციალური საინვენტარიზაციო დოკუმენტების და რუკების შედგენა.