ნაკვეთის ოპტიმალურად/სრულფასოვნად ასათვისებლად, სისტემების სწორად დასაგეგმად და კულტურისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს ნაკვეთის ზუსტი/დეტალური პროექტირება წარმოადგენს.
აგრო სოლუშენსი გთავაზობთ სასურველი მიწის ფართობის აგრონომიულ და საირიგაციო პროექტირებას, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული რუკის/რუკების მომზადებას გეოინფორმაციულ (GIS) სისტემაში. რუკაზე სრულადაა დატანილი ნაკვეთის ყველა დეტალი შესაბამისი პარამეტრების მითითებით:
- მცენარეთა გაშენების სქემა, სექტორების მიხედვით
- შიდა გზები
- ქარსაცავი
- ღობის კონტური
- წყალაღების წერტილი
- სადრენაჟე სისტემები
- საირიგაციო გეგმა - ფილტრაციის სადგურის მდებარეობა, მაგისტრალური და ქვემაგისტრალური მილები, რეზერვუარი და ა.შ.
- საწარმოო და ადმინისტრაციული ფართი (რუკაზე გამოიყოფა ზონა, სადაც უნდა განთავსდეს: საწყობები, საშრობი/საწარმო, ადმინისტრაციული შენობა, სატრაქტორო პარკის ადგილი და ა.შ.)
პროექტის განხორციელებაში ჩართულია სპეციალისტების ჯგუფი რომელიც შედება: აგრონომების, ინჟინრების, GIS ექსპერტების, ირიგაციის სპეციალისტებისა და აგრობიზნეს მენეჯერებისგან. სერვისის ფარგლებში ისინი ეწვევიან სამიზნე ნაკვეთს და დეტალური შესწავლის საფუძველზე განახსორციელებენ ნაკვეთის დეტალურ პროექტირებას.