ბიზნესის დაწყების თუ გაფართოების გადაწყვეტილების მისაღებად, ფინანსურ მონაცემებთან ერთად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სფეროს ბაზრის კვლევა, არსებული მდგომარეობის შესწავლა და გაანალიზება.
არის გარემოებები, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის სწორად წარმართვაში - პროდუქტის ფასთა კვლევა, ექსპორტ-იმპორტის ანალიზი, ადგილობრივი წარმოების და მოხმარების მოცულობები, ლოჯისტიკის კვლევა, კონკურენტთა ქცევის წესები.
როცა ფლობ ინფორმაციას ამ ყველაფრის შესახებ, მარტივდება ბიზნესის წინაშე მდგომი ამოცანების გადაჭრა და გაქვს საშუალება მიიღო სწორი გადაწყვეტილება.
აგრო სოლუშენსის გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს დამკვეთის მიზნებისა და მოთხოვნების შესაბამისად ბაზრის კვლევის ჩატარებას და ანალიზს, რაც შემდგომში ქმნის მყარ საფუძველს აგრო ბიზნესის გრძელვადიანი განვითარებისთვის.