მიმდინარეობს საიტის განახლება

მეცხოველეობა-მეფრინველეობა

მეცხოველეობის თუ მეფრინველეობის მიმართულება, ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და მოთხოვნად ბიზნეს საქმიანობად ითვლება, რომელიც მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების ჩართვას საჭიროებს.
 
მეცხოველეობა-მეფრინველეობის მიმართულებით უმთავრესს ბაზისს ტერიტორიის სწორად შერჩევა, გამართული ინფრასტრუქტურა, საკვები ბაზა და სწორად შერჩეული სელექციური ჯიშები წარმოადგენს. 
 
ასევე მნიშვნელოვანია ცხოველთა და ფრინველთა კვების რაციონის შედგენა და წარმოების ფაზების განსაზღვრა. 
მეცხოველეობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი კი შედეგიანად ჩატარებული ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებია. 
 
აგრო სოლუშენსი უზრუნველყოფს დამკვეთისთვის ფერმის მოსაწყობად ტერიტორიის შერჩევას, თანამედროვე სტანდარტებით მის დაპროექტებას, აღჭურვილობის შერჩევას და ინტალაციას, რეგიონზე მორგებული ჯიშების შერჩევას და იმპორტს, კვების რაციონის შედგენას, ვეტერინარულ სერვისებს და ფერმაში პროცესების მართვას. 
შედეგის მისაღწევად აუცილებელია, რომ ყველა ზემოაღნიშნულ საკითხს ხელმძღვანელობდეს პროფესიონალი ზოოტექნიკოსი და ვეტერინარი, ხოლო ფერმა იმართებოდეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.