აგრო სოლუშენსი გთავაზობთ, კონკრეტული ბიზნეს საქმიანობისთვის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხის მოთხოვნების მიხედვით შემუშავებულ ინსტრუქციას წარმოების ტექნოლოგიური პროცესების შესახებ.
წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ინსტრუქცია ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც მეწარმე მართავს სრულ საწარმოო პროცესს, ნედლეულის მიღებიდან პროდუქტის საბოლოო დასრულებული სახით წარმოებამდე.
დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი თითოეული დასაქმებულის თანმიმდევრული, დროში გაწერილი ფუნქცია-მოვალეობები და მათ მიერ შესასრულებელი კონკრეტული ნაბიჯები.
აღნიშნული გეგმა - გრაფიკი მეწარმეს საშუალებას აძლევს, ეფექტურად მართოს, როგორც დასაქმებულები, ასევე წარმოების სრული პროცესი და გაზარდოს საწარმოო შესაძლებლობები.
დოკუმენტი დამატებით ასევე მოიცავს წარმოების პროცესის მთლიან ჯაჭვში, კონკრეტული, დამკვეთისთვის საჭირო ნედლეულის მიღებიდან პროდუქციის წარმოების ჩათვლით, აუცილებელი ოპერაციების შესავსებ ცხრილებს, ფორმებს და ინსტრუქციებს.
საწარმოო პროცესის დეტალური აღწერა ხდება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით.