საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების, საბანკო და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლის მეურნეობის მიმართულებას, შესაბამისად არაერთი პროექტი, პროგრამა და შესაძლებლობა არსებობს ფინანსური კაპიტალის მოსაპოვებლად და მიკრო, საშუალო და მსხვილი აგრობიზნესის გასავითარებლად.
ყველა დაფინანსების პროგრამას თავისი მოთხოვნები აქვს და მნიშვნელოვანია იცოდე თითოეული მათგანის სპეციფიკაციები და კონკრეტული მიმართულებით გქონდეთ მუშაობის გამოცდილება.
თითოეული პროგრამის სპეციფიკაციებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით აგრო სოლუშენსის სფეროს სპეციალისტები, ფინანსისტები, მარკეტოლოგები და აგრობიზნეს მენეჯერები წერენ და ადგენენ პროექტს, ამზადებენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას და უზრუნველყოფენ მათ წარდგენას დონორ ორგანიზაციასთან.
საგრანტო პროგრამის წარდგენის შემდეგ, ჩვენი პროექტის მენეჯერები ახდენენ დონორ ორგანიზაციასთან დამკვეთის პროექტის ადვოკატირებას და დაფინანსების მოპოვებას.
აგრო სოლუშენსი გთავაზოვთ დაფინანსების წყაროების მოძიებას:
- ადგილობრივი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან
- საბანკო ინსტიტუტებიდან
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამებიდან
- საინვესტიციო ფონდებიდან