ინვესტორთა მხარდაჭერა გულისხმობს მათი ინვესტიციების ეფექტიანად განხორციელებისთვის კომპლექსური ღონისძიებების გატარებას - მათ შორის, საინვესტიციო ანალიზს, საჭირო ფინანსური დოკუმენტების მომზადებას, სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობაში შუამავლობას, სხვადასხვა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში დახმარებას, იურიდიულ, ნოტარიულ, საგადასახადო, ფინანსურ და ბუღალტრულ კონსულტაციას.
ჩვენი პარტნიორი იურიდიული კომპანიების მხარდაჭერით, ინვესტორები იღებენ სრულ იურიდიულ მომსახურებას - ხელშეკრულებების და სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობა, სადავო საკითხებში მხარდაჭერა.