აგრო სოლუშენსი სრულ მენეჯმენტს უწევს ბაღების გაშენებისთვის საჭირო მთლიან პროცესს. პროექტის განხორციელებაში ჩართულია კომპანიის ექსპერტთა მთელი ჯგუფი რომელიც შედება: ქართველი და უცხოელი აგრონომებისგან, ინჟინრებისგან, ირიგაციის სპეციალისტებისგან, აგრობიზნეს მენეჯერებისგან და GIS ექსპერტებისგან.
მიწის ნაკვეთის მდებარეობის, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ჩვენი ექსპერტები არჩევენ გასაშენებელი კულტურის ჯიშებს და ადგენენ მისი გაშენების ოპტიმალურ სქემას.
ბაღის გაშენების პირველ ეტაპზე ხდება ნაკვეთის დეტალური პროექტირება, რაც ითვალისწინებს ელექტრონული რუკის მომზადებას გეოინფორმაციულ (GIS) სისტემაში, რომელზეც სრულადაა დატანილი ნაკვეთის ყველა დეტალი შესაბამისი პარამეტრების მითითებით: შიდა გზები, კულტურის გაშენების სქემა, ქარსაფარი ზოლი, საწრეტი/სადრენაჟე არხები და საირიგაციო გეგმა.
ასევე გამოიყოფა სპეციალური სივრცეები ადმინისტრაციული ზონისთვის, სასაწყობე მეურნეობისთვის და სხვა დამხმარე ნაგებობებისთვის.
პროექტირების გათვალისწინებით, აგრო სოლუშენსის ჯგუფი სრულ მენეჯმენტს უწევს ბაღის გაშენების მთლიან პროცესს – მიწის სამუშაოები, ირიგაციის პროექტირება და ინსტალაცია, ნერგის დარგვა, ქარსაფრის გაშენება.
ჩვენი მინდვრის მენეჯერები უზრუნველყოფენ შესაბამისი ტექნიკის და დატრენინგებული მუშახელის მობილიზებას და სრულად აკონტროლებენ ბაღის გაშენების მიმდინარეობას.