მიმდინარეობს საიტის განახლება

Turn Key პროექტები

აგრო სოლუშენსი უზრუნველყოფს Turn Key პროექტების განხორციელებას, დამკვეთისთვის სასურველი კულტურის გასაშენებლად. იგი სფეროს სპეციალისტების სრული ჩართულობით ხორციელდება.
 
სერვისი მოიცავს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო ყველა პროცესის შესრულებას - საჭირო ნებართვების მოპოვებას, მიწის სამუშაოებს, საჭირო ტექნიკის და მუშახელის დაქირავებას, დანადგარების, მასალების, სხვადასხვა აქტივების იმპორტს, მომწოდებლებთან ურთიერთობას და ამ ყველაფრის ინსტალაცია-მონტაჟს.

სერვისი ითვალისწინებს  აგროტექნიკურ  და აგრონომიულ საკითხებში ადგილობრივი და უცხოელი აგრონომების, აგრო ინჟინრების, GIS ექსპერტების, ფინანსისტების, იურისტების და ა.შ ჩართულობას.
დამკვეთთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, მთლიანი პროცესის მენეჯმენტს, ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს ჩვენი გუნდი და ექსპლუატაციაში უშვებს მას.

პროექტები ხორციელდება გარემოს დაცვისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების სრული დაცვით.