მიმდინარეობს საიტის განახლება

აგროტექნოლოგიური რუკების მომზადება

აგრო სოლუშენსი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს აგროტექნოლოგიური რუკის მომზადებას.
აგროტექნოლოგიური რუკა ეს არის აგროღონისძიებების ერთგვარი კალენდარი და ფერმერის სახელმღვანელო, რომელიც მოიცავს კონკრეტულ კულტურაზე დროში გაწერილ, შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალს - მიწის დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე.
 
კომპანიის ექსპერტების და აგრონომების მიერ კონკრეტული კულტურის და სამიზნე რეგიონის ნიადაგურ-კლიმატური პირობების მახასიათებლების გათვალისწინებით მომზადდება აგროტექნოლოგიური კალენდარი. 

მასში დეტალურად აისახება კონკრეტული კულტურისთვის საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებები და მათი ჩატარების ვადები: 
  • მიწის სამუშაოები
  • მწვანე ოპერაციები
  • მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების სქემა და დოზები
  • კულტურის მორწყვის ნორმა და დოზები
  • კულტურის გამოკვების (ფერგიტაცია) სქემა და დოზები
  • მოსავლის აღება-დასაწყობების ვადები