მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიზნესგეგმის მომზადება

ბიზნესის სწორად და ეფექტიანად წარმართვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორად შედგენილი ბიზნესგეგმაა. ბიზნესის წარმოების და დაგეგმვის საწყის ეტაპზე, სრულყოფილ ბიზნესპროექტს შეუძლია ფინანსური სახსრების სწორად მართვაში დახმარება და რისკების მნიშვნელოვნად შემცირება, რაც საბოლოოდ ბიზნესის წარმატებას განსაზღვრავს.

აგრო სოლუშენსი გთავაზობთ თქვენთვის სასურველი საქმიანობისთვის ბიზნესგეგმის მომზადებას, რომელიც სრულადაა მორგებული საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებზე და განსხვავდება ტიპური პროექტებისგან. ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ სწორად მართოთ ბიზნესი.

პროექტში ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად, წარმოდგენილია სენსიტიურობის ანალიზი, განხილულია ბაზრის მდგომარეობის ანალიზი, გაყიდვების სტრატეგია, კონკურენტებთან უპირატესობის მოპოვების ზუსტი ნაბიჯები, რისკები და მათი პრევენციები.

ჩვენ მიერ მომზადებული ბიზნესგეგმა დამატებით მოიცავს:
  • წარმოების პროცესის დეტალურ აღწერას
  • ტექნოლოგიურ ინსტრუქციებს
  • საპროექტო მონაცემებს
  • ტექნიკურ გაანგარიშებებს
  • საჭირო დანადგარების დეტალურ დახასიათებას და ამ დანადგარების პოტენციურ მომწოდებლებს
  • ნედლეულის წარმოების და მიწოდების დეტალურ აღწერას
  • საწარმოს ნორმატიულ, სანიტარულ და ჰიგიენურ დოკუმენტაციას
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის საჭირო პროცედურებს და ინსტრუქციებს.