აგრო სოლუშენსის პროექტები
აგრო სოლუშენსი წარმოადგენს საკონსულტაციო და მენეჯმენტ კომპანიას, იგი პროფესიონალურ დახმარებას უწევს ინვესტორებსა და მეწარმეებს, რომელთაც სურთ ბიზნესის განხორციელება სოფლის მეურნეობის სფეროში. კომპანია ეხმარება მათ სწორად დაგეგმონ და წარმართონ თავიანთი აგრო ბიზნესი.
კომპანია ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს სოფლის მეურნეობის ყველა სფეროში, რომლებიც ორიენტირებულია თანამედროვე მიდგომების გამოყენებაზე, ტექნოლოგიების დანერგვაზე და ბიზნესის რენტაბელურობის გაზრდაზე.
აგრო სოლუშენსის მიერ განხორციელებულ პროექტებში, ჩართულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები და ექსპერტები, რომლებიც უზრუნველყოფენ თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვას თითოეულ პროექტში.
კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე 2 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განახორციელა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებების პროექტები, რომლებიც მოიცავდა: ბიზნესგეგმების შემუშავებას, აგრობიზნესის შეფასებას, აგროტექნოლოგიური კალენდრის მომზადებას, ნაკვეთების დაგეგმარებას და დეტალური რუკების მომზადებას (GIS სისტემაში), სასოფლო-სამეურნეო კულტურის გაშენებას (Turn Key) - მიწის სამუშაოებიდან დარგვის ჩათვლით, ბაზრის კვლევების და ტრენინგების ჩატარებას, დაფინანსების მოპოვებას და სხვ.