NPO აგრო სოლუშენსის პროექტები
NPO აგრო სოლუშენსი - არაკომერციული ორგანიზაციაა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. იგი 2015 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სექტორულ კვლევებს და სოციალური და საგანმანათლებლო პროექტებს.
ორგანიზაციის მიზანია თანამედროვე ცოდნისა და მიდგომების გავრცელება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.
NPO აგრო სოლუშენსის მიერ ჩატარებული სექტორული კვლევები გულისხმობს ორგანიზაციის ექსპერტების მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში არსებული ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას და ანალიზს. თითოეული კვლევა მოიცავს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილებებს და უახლეს მიდგომებს.
ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების მთავარი აქტორები ფერმერები არიან, რომლებიც თითოეული პროექტიდან იღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.