აგრო ირიგეიშენის მიერ კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, 120 ჰექტარზე გაშენებული ნუშის ბაღისთვის დაპროექტდა და მოეწყო 300 კუბური მოცულობის, გალვანიზირებული ფოლადის ავზები, 10 000 კუბური მეტრის მოცულობის ღია აუზები და წვეთოვანი სარწყავი სისტემა.
შესრულებული სამუშაოები:
- განისაზღვრა საქმიანობისთვის საჭირო წყლის რესურსები (თვეების მიხედვით)
- მომზადდა ჰიდრო-საინჟინრო პროექტი
- ჩატარდა მიწის სამუშაოები
- დაპროექტდა და დამონტაჟდა გალვანიზირებული ფოლადის ავზი
- დაპროექტდა და დაინსტალირდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა
- დაპროექტდა და დამონტაჟდა საფილტრაციო სადგური და სასუქების შემრევი სისტემა
კომპანიის ქართველმა და უცხოელმა აგრონომებმა და აგრო ინჟინრებმა შეადგინეს ზუსტი ჰიდრო საინჟინრო პროექტი. ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით და კულტურის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრეს სისტემის სიმძლავრე და მცენარისთვის საჭირო წყლის ოდენობა.
პროექტის ფარგლებში, აგრო ინჟინრებმა დააპროექტეს საფილტრაციო სადგური და სასუქების შემრევი სისტემა.
ჰიდრო საინჟინრო პროექტის გათვალისწინებით კომპანიამ უზრუნველყო საჭირო საირიგაციო სისტემების იმპორტი და მათი ინსტალაცია ნაკვეთზე.
მდებარეობა: კახეთის რეგიონი, ბოდბე
მოცულობა: 10 000 კუბური მეტრი
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2018-2019 წლები