მიმდინარეობს საიტის განახლება

მიწის ნაკვეთის აგროტექნიკური შეფასება და რეკომენდირებული კულტურების შერჩევა

აგრო ლენდი აგრო ლენდი

აგრო ლენდმა, 2021 წელს, კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 75 ჰა-ზე განახორციელა პროექტი “მიწის ნაკვეთის აგროტექნიკური შეფასება და რეკომენდირებული კულტურების შერჩევა”. 


სპეციალისტების ვიზიტის შედეგად ნაკვეთზე გატარდა შემდეგი სამუშაოები:

  • ნაკვეთი დაიყო სექტორებად
  • რელიეფიდან გამომდინარე განხორციელდა ნაკვეთის  კონკრეტული მონაკვეთების ვარგისიანობის შეფასება
  • შეფასდა საფრთხეები და რისკ წერტილები
  • ჩატარდა ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზი
  • გამოკვლეულ იქნა წყლის რესურსის პოტენციალი


პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა კვლევები დრონის საშუალებით - შეფასდა რელიეფი, მცენარეული საფარი, მომზადდა ნაკვეთის რელიეფის 3D ვიდეო, რომლებიც მიეწოდა დამკვეთს. 

ზემოაღნიშნული კვლევების საფუძველზე კომპანიის ექსპერტების მიერ მომზადდა დასკვნა, რომელიც მოიცავდა:

  • რუკებს, რომელზეც დეტალურად იქნა დატანილი ნიადაგის ლაბორატორული კვლევის  შედეგები 
  • რეკომენიდრებული კულტურებს
  • რისკ ფაქტორებს, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ბიზნესსაქმიანობის წარმოებისას
  • საჭირო აგრო ღონისძიებებს
  • ნაკვეთის 3D ვიდეოს


მდებარეობა: კახეთის რეგიონი, უდაბნო

ფართობი: 75 ჰექტარი

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2021 წელი