აგრო ლენდმა 2021 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში, 140 ჰა-ზე განახორციელა პროექტი “მიწის ნაკვეთის აგროტექნიკური შეფასება და რეკომენდირებული კულტურების შერჩევა”.
პროექტის ფარგლებში კომპანიის აგრონომების, აგროინჟინრების და ექსპერტების მიერ, ნაკვეთი დაიყო სექტორებად და აგროტექნიკურად შეფასდა.
შესრულებული სამუშაოები:
- რელიეფის შეფასება
- გავრცელებული კულტურების, მცენარეთა ზოგადი მდგომარეობის, არსებული ელექტრო გადამცემი ანძების და ინფრასტრუქტურის ნარჩენების აღწერა
- არსებული ქარსაცავის მდგომარეობის შეფასება და საჭიროება
- დაჭაობების დონის, გრუნტი წყლების არსებობის და რისკების შეფასება
- კლიმატის დახასიათება - ოფიციალური მონაცემების მიხედვითაც შეფასდა ნაკვეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ის კლიმატური პარამეტრი, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს კულტურათა მოყვანა/წარმოებაში
- ნაკვეთზე საირიგაციო წყლის რესურსის პოტენციალის შეფასება
- ნიადაგის და წყლის ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება
კომპანიის მიერ ასევე დამატებითი კვლევები ჩატარდა დრონის საშუალებით - შეფასდა რელიეფი, მცენარეული საფარი და სხვა ფიზიკური პარამეტრები, ასევე დამკვეთისთვის მომზადდა ფოტომასალები.
საველე კვლევების, მოძიებული ინფორმაციის და ლაბორატორიული ანალიზების შეჯამების შედეგად, დადგინდა/შეფასდა:
- ნაკვეთზე გასაშენებელი რეკომენდირებული კულტურები
- შესაძლო რისკები თითოეული კულტურის წარმოებისას
მდებარეობა: მცხეთა-მთიანეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტი
ფართობი: 114 ჰექტარი
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2021 წელი