აგრო ლენდმა, 2021 წელს, გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 118 ჰექტარზე განახორციელა პროექტი: “მიწის ნაკვეთის აგროტექნიკური შეფასება, ალვის ხის კულტურისთვის თავსებადობის დასკვნა და რეკომენდირებული კულტურების შერჩევა”.
პროექტის ფარგლებში კომპანიის აგრონომების, აგროინჟინრების და ექსპერტების მიერ მოხდა ნაკვეთის დაყოფა სექტორებად, დეტალური შესწავლა და აგროტექნიკური შეფასება.
შესრულებული სამუშაოები:
- შეფასდა არსებული მცენარეული საფარი
- განისაზღვრა ადგილობრივი კლიმატური პირობების მახასიათებლები
- გამოკვლეულ იქნა წყლის რესურსის პოტენციალი
- განისაზღვრა მომიჯნავე ნაკვეთების გავლენა
- შეფასდა დაჭაობების დონე, გრუნტის წყლების არსებობა და რისკები
- ჩატარდა ნიადაგის და წყლის ლაბორატორიული ანალიზები
- გამოკვლეულ იქნა არსებული საფრთხეები და რისკ წერტილები
პროექტის ფარგლებში, დამატებითი კვლევები ჩატარდა დრონის საშუალებით - შეფასდა რელიეფი, მცენარეული საფარი, დაჭაობების მასშტაბი და დამკვეთისთვის მომზადდა ფოტომასალები.
ნაკვეთის აგოტექნიკური შეფასების, წყლის და ნიადაგის ანალიზების გათვალისწინებით მოხდა ნაკვეთის კონკრეტული მონაკვეთების ვარგისიანობის შეფასება, როგორც ალვის ხის კულტურის, ასევე ალტერნატიული კულტურების შესაძლო გაშენების ჭრილში. ასევე, პროექტის ფარგლებში განისაზღვრა კონკრეტული კულტურისთვის არსებული საფრთხეები და რისკები.
მდებარეობა: გურია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ფართობი: 118 ჰექტარი
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2021 წელი