მიმდინარეობს საიტის განახლება

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის აგროტექნიკური შეფასება

აგრო ლენდი აგრო ლენდი

აგრო ლენდმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელში, 28 ჰა ტერიტორიაზე განახორციელა პროექტი: “სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის აგროტექნიკური შეფასება”.


პროექტის ფარგლებში, კომპანიის აგრონომებმა, ტექნიკურმა მენეჯერებმა და აგრო ინჟინრებმა შეაფასეს ნაკვეთის აგროტექნიკური მახასიათებლები:

  • ნიადაგურ-კლიმატური პირობები
  • საირიგაციო შესაძლებლობები
  • ქარსაფარი - არსებულის მდგომარეობა/საჭიროება
  • მომიჯნავე ნაკვეთები
  • ლაბორატორიულად განსაზღვრა ნიადაგის და საირიგაციო  წყლის pH და EC და ა.შ. 


აგროტექნიკური შეფასების საფუძველზე განისაზღვრა: რეკომენდებული კულტურები, ნაკვეთის ბიზნესპოტენციალი და აგრობიზნესის წარმოების პროცესში არსებული რისკები. 


მდებარეობა: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, ხევსურთსოფელი

ფართობი: 28 ჰექტარი

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2021 წელი