მიმდინარეობს საიტის განახლება

საირიგაციო და სამელიორაციო სისტემების მოწყობა მარწყვის და იონჯას ბაღისთვის

აგრო ირიგეიშენი აგრო ირიგეიშენი

აგრო ირიგეიშენმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელში, მარწყვის და იონჯას ბაღში 2021 წელს დააპროექტა და მოაწყო საირიგაციო და სამელიორაციო სისტემა.


კომპანიის აგრონჟინრების მიერ შემოწმდა სრული ნაკვეთი, განისაზღვრა  საწრეტი არხების საჭიროება, განხორციელდა არსებული არხების რეაბილიტაცია და ახალი არხების გაჭრა. პროექტის ფარგლებში ნაკვეთზე მოეწყო 1 060 მეტრის სიგრძის საწრეტი არხი. 


მარწყვის კულტურისთვის ნაკვეთზე მოეწყო 294 კუბური მეტრის მოცულობის გალვანიზირებული ფოლადის ავზი და წვეთოვანი სარწყავი სისტემა.


შესრულებული სამუშაოები:

  • განისაზღვრა ირიგაციისთვის საჭირო წყლის მოცულობა
  • მომზადდა ჰიდრო-საინჟინრო პროექტი
  • დამონტაჟდა რეზერვუარი
  • დაპროექტდა და დამონტაჟდა საფილტრაციო სადგური და სასუქების შემრევი სისტემა
  • დაპროექტდა და დაინსტალირდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა


23 ჰექტარზე გაშენებული იონჯას კულტურისთვის, ფართობის პერიმეტრზე მოეწყო ჰიდრანტები დოლურასთვის. 


მდებარეობა: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, თიანეთის მუნიციპალიტეტი

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2021 წელი