მიმდინარეობს საიტის განახლება

მარწყვის და იონჯას ბაღის დაგეგმარება-მოწყობა Turn Key

აგრო სოლუშენსი აგრო სოლუშენსი

აგრო სოლუშენსმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელში, 2021 წელს განახორციელა “მარწყვის და იონჯას ბაღის დაგეგმარება-მოწყობის Turn Key პროექტი”, რომლის ფარგლებშიც 1-ჰა ტერიტორიაზე გაშენდა 50 ათასი ალბიონის და სან ანდრეასის ჯიშის მარწყვის ნერგები, ხოლო 23 ჰექტარზე დაითესა იონჯა.


პროექტის განხორციელების პროცესი სრულად მართეს აგრო სოლუშენსის ექსპერტებმა, აგრონომებმა, აგროინჟინრებმა და აგრობიზნეს მენეჯერებმა. ისინი ჩართულნი იყვნენ პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე.


პროექტის პირველ ეტაპზე კომპანიამ უზრუნველყო მთლიანი ფართობის პროექტირება GIS სისტემაში და საინვესტიციო გეგმის მომზადება. მათში დეტალურად იყო წარმოდგენილი: 


  • მთლიანი ფართობის რუკები და სქემები
  • ადმინისტრაციული ზონა
  • პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკის ტიპები
  • მუშახელის რაოდენობა
  • ბაღში ჩასატარებელი ღონისძიებები და ვადები
  • დროში გაწერილი ყველა საკითხის ხარჯთაღრიცხვა (cash flow) და ა.შ.  


ნაკვეთის პროექტირების საფუძველზე შემოიღობა ტერიტორია. კომპანიამ შეასრულა ყველა საჭირო ტექნიკური სამუშაო: ღობის ტიპის შერჩევა, პროექტირება, GPS წერტილების აღება და ინსტალაცია. 


მარწყვის კულტურის გასაშენებლად 1-ჰა ტერიტორიაზე დამუშავდა ნიადაგი, მოეწყო ბაზო კვლები მულჩირების ფირით და დაირგო  50 ათასი მარწყვის ნერგი. 

იონჯას დასათესად 23-ჰა მიწის ფართობზე ჩატარდა შესაბამისი მიწის სამუშოები - ხვნა, დადისკვა, დაფრეზვა და თესვა. 

პროექტის ფარგლებში, აგრო სოლუშენსმა  დამკვეთ კომპანიას მოუმზადა მარწყვის აგორტექნოლოგიური რუკა და გაუწია 1 წლიანი აგრონომის კონსულტაციის სერვისი, რომლის ფარგლებშიც კომპანიის აგრონომი, პერიოდულად აფასებდა ნაკვეთზე არსებულ მდგომარეობას, გასცემდა რეკომენდაციებს და ამზადებდა ანგარიშს, სადაც შეფასებულ იქნა ჩატარებული აგრო ღონისძიებები, კულტურის მდგომარეობა და რეკომენდებული აგრო საქმიანობები. 


მარწყვის ბაღის გასაშენებლად აგრო სოლუშენსი ასევე გახლდათ დამკვეთის წარმომადგენელი „დანერგე მომავლის“ გრანტის მიღების საკითხებში. კომპანიამ უზრუნველყოფო საგრანტო პროგრამისთვის საჭირო კვლევების ჩატარება, საგრანტო განაცხადის სრულად მომზადება, ჩაბარება შესაბამის უწყებაში და გრანტის მოპოვება.


მდებარეობა: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, თიანეთის მუნიციპალიტეტი

ფართობი: 24 ჰექტარი

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2021 წელი