მიმდინარეობს საიტის განახლება

ნიშური ბოსტნეულის ღირებულებათა ჯაჭვის შექმნა და მისი პრაქტიკული განხორციელება

NPO NPO

NPO  აგრო სოლუშენსმა  2020-2021 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ წერეთელში განახორციელა პროექტი: „ნიშური პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის შექმნა და მისი პრაქტიკული განხორციელება“, პროექტი დაფინანსებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.


პროექტის მიზანს წარმოადგენდა მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტებზე მოთხოვნის შექმნა და ნიშური პროდუქციის წარმოების წახალისება მცირე მეურნეობებისა და წვრილი ფერმერების მიერ.

პროექტის ფარგლებში, 15 ბენეფიციარი გადამზადდა აგრობიზნესისა და ფინანსების, ნიშური ბოსტნეულის წარმოების, აგროტექნოლოგიის, მოსავლის აღებისა და შენახვის ტექნოლოგიების მიმართულებებით.


აგრონომის მეთვალყურეობის ქვეშ დაითესა წინასწარ შერჩეული ნიშური კულტურები, პარალელურად აშენდა თანამედროვე ტიპის სათბურის, სადაც მომდევნო წლებში ფერმერები განაგრძობენ ჩითილების წარმოებას, როგორც სეზონურ ასევე არასეზონურ დროს. 


პროექტის ბენეფიციარებსა და მსხვილ სადისტრიბუციო ქსელებს, ქსელური სუპერმარკეტების წარმომადგენლებს, სარესტორნო და გასტრონომიული სფეროს წარმომადგენლებს შორის დაორგანიზდა შეხვედრა მწარმოებლებსა და რეალიზატორებს შორის კონტაქტების დამყარების მიზნით.

პროექტის განმავლობაში აგრო სოლუშენსმა უზრუნველყო 15 ბენეფიციარისგან შემდგარი კოოპერატივის დარეგისტრირება, რაც პროექტის მდგრადობას განაპირობებს. 

NPO აგრო სოლუშენსის გუნდი უზრუნველყოფს პროექტის თითოეული ეტაპის მენეჯმენტს, რისკების შეფასებას, განხორციელებული აქტივობების დაგეგმვასა და პროექტის მონიტორინგს. პროექტში ჩართულნი იყვნენ კვალიფიციური აგრონომები და აგრობიზნეს კონსულტანტები.


NPO აგრო სოლუშენსი პროექტის დასრულების შემდეგაც გეგმავს ბენეფიციარებთან კომუნიკაციის შენარჩუნებას და მათი საქმიანობის განვითარებაში მონაწილეობის მიღებას.