აგრო სოლუშენსმა, 2020 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ საგურამოში მდებარე 2 064 კვადრატული მეტრის მარწყვის სასათბურე მეურნეობისთვის უზრუნველყო სათბურის შიდა სივრცის დეტალური პროექტირება, მარწყვის დარგვის პროცესების დაგეგმვა-ზედამხედველობა და ერთწლიანი აგროტექნოლოგიური რუკის მომზადება.
კომპანიის აგრონომებმა, აგრო ინჟინრებმა, აგრობიზნეს მენეჯერებმა განახორციელეს სათბურის შიდა სივრცის დეტალური პროექტირება აღნიშნული მოიცავდა:
- გაშენების სქემის შექმნას, სათბურის ფართის ოპტიმალურად ათვისების გათვალისწინებით
- შიდა პროექტირებას - თუ სად უნდა განთავსებულიყო ბუფერული ზონა, წვეთოვანი და გათბობის სისტემის მონტაჟის წერტილები
სერვისის ფარგლებში, აგრო სოლუშენსის გუნდმა ასევე უზრუნველყო პროექტის ზედამხედველობა, განხორციელების ყველა ეტაპზე - მიწის მოსამზადებელი სამუშაოებიდან დარგვის ჩათვლით.
პროექტის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ კომპანიის ექსპერტები და აგრონომები, რომლებმაც კულტურის და სამიზნე რეგიონის ნიადაგურ-კლიმატური პირობების მახასიათებლების გათვალისწინებით მოამზადეს მარწყვის ერთწლიანი აგროტექნოლოგიური კალენდარი.
დოკუმენტში დეტალურად აისახა მარწყვის კულტურისთვის საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებები და მათი ჩატარების ზუსტი ვადები:
- მიწის სამუშაოები
- მწვანე ოპერაციები
- მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების სქემა და დოზები
- პრევენციული ღონისძიებები
- კულტურის მორწყვის ნორმა და დოზები
- კულტურის გამოკვების (ფერტიგაცია) სქემა და დოზები
- მოსავლის აღება-დასაწყობების ვადები
მდებარეობა: მცხეთა-მთიანეთი
სათბურის ფართობი: 2064 კვ.მ
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2020 წელი