აგრო ლენდმა 2016 წელს, ნუშის კულტურის გასაშენებლად განსაზღვრა შესაფერისი რეგიონი და მოიძია კულტურისთვის იდეალური მიწის ნაკვეთი (500 Ჰექტარი) კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში.
შესრულებული სამუშაოები:
- ნუშის ბაღისთვის რეგიონის განსაზღვრა
- Მიწის აგროტექნიკური შეფასება
- GPS წერტილების აღება
პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე ნუშის ბაღის გასაშენებლად იდეალური გარემო-პირობების და ნიადაგის შესარჩევად კომპანიის ექსპერტებმა უზრუნველყვეს ნიადაგის აგროტექნიკური მახასიათებლების შეფასება, რაც მოიცავდა: რელიეფის, ნიადაგის საფარის, ეროზიის რისკის, კლიმატის, გაბატონებული ქარების, ქარსაცავის (არსებულის მდგომარეობა/საჭიროება), დაჭაობების, გრუნტის წყლების, საირიგაციო შესაძლებლობების, მომიჯნავე ნაკვეთების, ნიადაგის და საირიგაციო წყლის PH და EC-ის, სხვა საფრთხეების და რისკ-წერტილების დეტალურ შესწავლას.
მიღებული დასკვნის საშუალებით განისაზღვრა მიწის ნაკვეთის პოტენციალი ნუშის გასაშენებლად, აგრეთვე დადგინდა ნაკვეთზე აგრობიზნესის წარმოების პროცესში არსებული რისკები.
პროექტის ფარგლებში, აგრო ლენდის ექსპერტებმა GPS სისტემის გამოყენებით განსაზღვრეს ნუშის გაშენებისათვის ზუსტი წერტილები და განახორციელეს მათი მონიშვნა.
მდებარეობა: კახეთი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოდბე
ფართობი: 500 ჰექტარი
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2016 წელი