აგრო ლენდმა 2018 წელს, ქვემო ქართლის რეგიონში, დმანისის მუნიციპალიტეტში მეხორცული საქონლის ფერმის მოსაწყობად მოიძია 620 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, უზრუნველყო მისი აგროტექნიკური შეფასება, გასწია აგრონომიული კონსულტაციები და ნაკვეთი სრულად გაასუფთავა ქვებისგან.
შესრულებული სამუშაოები:
- ფერმერული მეურნეობისთვის ოპტიმალური რეგიონის განსაზღვრა
- მიწის აგროტექნიკური შეფასება
- Საბროკერო საქმიანობა
- აზომთვითი სამუშაოები
- აგრონომიული კონსულტაციები
- ინფრასტრუქტურული სამუშაოები-ტერიტორიის ქვებისგან გასუფთავება
პროექტის განხორციელებაში ჩართულმა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ჩაატარეს გეკოლიმატური კვლევა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა არსებული მეხორცული ჯიშების ადაპტირების შეფასება დმანისის კლიმატურ პირობებთან, გავრცელებულ დაავადებებთან და არსებულ საკვებ რაციონთან.
ჩატარებულ კვლევებზე დაფუძნებით და არსებული ბუნებრივ-კლიმატური ფაქტორების გათვალისწინებით უცხოელმა ექსპერტებმა შეარჩიეს საქონლის ოპტიმალური ჯიშები და განსაზღვრეს საქონლის წარმოების კალენდარული ფაზები.
პროექტის შემდეგ ეტაპზე მოხდა მიწის ნაკვეთის მოძიება. კომპანიის აგრონომების, ზოოტექნიკოსების, ექსპერტების კონსულტაციის გათვალისწინებით შეფასდა მოძიებული მიწის ნაკვეთის აგროტექნიკური მახასიათებლები და პოტენციალი.
აგრონომების კონსულტაციის გათვალისწინებით დეტალურად იქნა შესწავლილი მთლიანი მიწის ნაკვეთი და შეირჩა კონკრეტული ფართობი მეცხოველეობის საკვები ბაზის წარმოებისთვის და ნაკვეთზე გამოიყო კონკრეტული მიწის ფართობი საძოვრებისთვის.
პროექტის ფარგლებში კომპანიის ქართველმა და უცხოელმა აგრონომებმა შეიმუშავეს არსებული საძოვრის აღდგენის გეგმა, რაც მოიცავდა: გაკულტურებას, შეთესვას, ძოვების გეგმას.
გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია აგრო ლენდმა უზრუნველყო შერჩეულ ფართობში არსებული ქვების შეგროვება და ნაკვეთიდან მისი გატანა.
მდებარეობა: ქვემო ქართლი, დმანისის მუნიციპალიტეტი
ფართობი: 620 ჰექტარი
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2018-2020 წლები