მიმდინარეობს საიტის განახლება

ჭაბურღილიდან წყალაღების ლიცენზიის მოპოვება

გრინ სთეფსი გრინ სთეფსი

გრინ სთეფსმა 2019-2020 წლებში, კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, 50 ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღისთვის მოიპოვა ჭაბურღილიდან წყალაღების ლიცენზია. 

პროექტის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ კომპანიის გეოლოგები, გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტები  ჰიდროლოგები, ეკოლოგები და აგრო ინჟინრები, რომლებმაც ლიცენზიის მოსაპოვებლად დეტალურად შეისწავლეს ტერიტორია და  ადგილზე ჩაატარეს  საველე კვლევები.


შესრულებული სამუშაოები:

  • საქმიანობისთვის საჭირო წყლის ოდენობის განსაზღვრა 
  • ჭაბურღილისთვის საჭირო ლოკაციის განსაზღვრა
  • ლიცენზიის მოსაპოვებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
  • მიწისქვეშა მტკნარი წყლის გამოყენების ლიცენზიის მოპოვება სარწყავი მიზნებისთვის

დამკვეთმა დაგეგმილი საქმიანობის განსახორციელებლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიიღო შესაბამისი ნებართვა.

მდებარებობა: კახეთის რეგიონი, სოფელი ბოდბე

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2019-2020 წლები