გრინ სთეფსმა, 2018-2019 წლებში, კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, 120 ჰექტარზე გაშენებული ნუშის ბაღისთვის, სამელიორაციო სისტემის მოწყობა/ექსპლუატაციის ნებართვის მისაღებად განახორციელა კვლევები, შექმნა სკრინინგის დოკუმენტი და წარუდგინა შესაბამის ორგანოს.
პროექტის ფარგლებში კომპანიის სპეციალისტებმა ნებართვის მისაღებად ტერიტორიაზე ჩაატარა შესაბამისი კვლევები.
შესრულებული სამუშაოები:
- საქმიანობისთვის საჭირო წყლის ოდენობის განსაზღვრა (თვეების მიხედვით)
- სამელიორაციო სისტემის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის შემუშავება
- ნებართვის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
- სკრინინგ ნებართვის მიღება პროექტის განსახორციელებლად
დამკვეთმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიიღო შესაბამისი ნებართვა დაგეგმილი საქმიანობის განსახორციელებლად.
პროექტის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ: გარემოს დაცვის სპეციალისტები, აგრო ინჟინრები, ფლორისტი, ნარჩენების მართვის და ირიგაციის სპეციალისტები, GIS ის სპეციალისტები.
მდებარეობა: კახეთი, სოფელი ბოდბე
პროექტის შესრულების პერიოდი: 2019-2020 წლები