მიმდინარეობს საიტის განახლება

მარწყვის სათბურში სარწყავი სისტემის მონტაჟი

აგრო ირიგეიშენი აგრო ირიგეიშენი

აგრო ირიგეიშენმა 2019 წელს, ქვემო ქართლში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, 2 000 კვადრატულ მეტრ მარწყვის სათბურში უზრუნველყო ნახევრად ავტომატიზირებული წვეთოვანი სარწყავი სისტემის პროექტირება და ინსტალაცია. 

კომპანიის აგრონომების და აგრო ინჟინრების მიერ პროექტის ფარგლებში შესრულდა შემდეგი სამუშაოები:
  • განისაზღვრა მარწყვის კულტურისთვის საჭირო წყლის  რესურსები
  • დაპროექტდა და დაინსტალირდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა
  • მოეწყო საფილტრაციო სადგური
  • დაპროექტდა და დამონტაჟდა სასუქის შემრევი სისტემა

კომპანიის აგრო ინჟინრებისა და აგრონომების გუნდის  მიერ განისაზღვრა საირიგაციო სისტემის, საფილტრაციო სადგურის და სასუქის შემრევი სისტემების მოდიფიკაცია და პარამეტრები, მოხდა საჭირო ინვენტარის იმპორტი. 

მდებარეობა: ქვემო ქართლის რეგიონი, სოფელი კოდა
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2019 წელი