მიმდინარეობს საიტის განახლება

ღია ტბის რეზერვუარის მოწყობა თხილის ბაღში

აგრო ირიგეიშენი აგრო ირიგეიშენი

აგრო ირიგეიშენის მიერ კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში, მოეწყო 50 000 კუბური მოცულობის ღია ტბის ტიპის რეზერვუარი 50  ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღისთვის. 

შესრულებული სამუშაოები:

  • განისაზღვრა საქმიანობისთვის საჭირო წყლის რესურსები (თვეების მიხედვით)
  • მომზადდა ჰიდრო-საინჟინრო პროექტი
  • ჩატარდა მიწის სამუშაოები

კომპანიის აგრო ინჟინრებისა და აგრონომების მიერ თვეების მიხედვით განისაზღვრა თხილისთვის საჭირო წყლის რესურსი შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: კულტურა, რელიეფი, ნიადაგის სტრუქტურა, რეგიონი, აორთქლების კოეფიციენტი, საირიგაციო წყლის დებეტი და წყალაღების წერტილის დაშორება ფართობიდან. 

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალიწინებით ქართველი და უცხოელი აგრო ინჟინრების მიერ მომზადდა ზუსტი ჰიდრო საინჟინრო პროექტი, განხორციელდა მიწის სამუშაოები და მოხდა რეზერვუარის პროექტირება, ინსტალაცია.

მდებარეობა: კახეთის რეგიონი,  სოფელი ხორნაბუჯი

მოცულობა: 50 000 კუბური მეტრი

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2020-2021 წლები