მიმდინარეობს საიტის განახლება

თხილის ბაღში წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა

აგრო ირიგეიშენი აგრო ირიგეიშენი

აგრო ირიგეიშენმა კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში, 150 ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღისთვის დააპროექტა და მოაწყო  წვეთოვანი სარწყავი სისტემა. 

შესრულებული სამუშაოები:
  • განისაზღვრა საქმიანობისთვის საჭირო წყლის რესურსები (თვეების მიხედვით)
  • მომზადდა ჰიდრო-საინჟინრო პროექტი
  • ჩატარდა მიწის სამუშაოები
  • დაპროექტდა და დამონტაჟდა ღია ტიპის რეზერვუარი
  • დაპროექტდა და დაინსტალირდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა
  • დაპროექტდა და დამონტაჟდა საფილტრაციო სადგური და სასუქების შემრევი სისტემა

კომპანიის ქართველმა და უცხოელმა აგრონომებმა და აგრო ინჟინრებმა შეადგინეს ზუსტი ჰიდრო საინჟინრო პროექტი. ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით და კულტურის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრეს სისტემის სიმძლავრე და  მცენარისთვის საჭირო წყლის ოდენობა. 

პროექტის ფარგლებში, აგრო ინჟინრებმა დააპროექტეს საფილტრაციო სადგური და სასუქების შემრევი სისტემა. 

ჰიდრო საინჟინრო პროექტის გათვალისწინებით კომპანიამ უზრუნველყო საჭირო საირიგაციო სისტემების იმპორტი და მათი ინსტალაცია ნაკვეთზე. 

მდებარეობა: კახეთის რეგიონი, ხორნაბუჯი
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2020-2021 წლები