მიმდინარეობს საიტის განახლება

2020 წლის 1 აგვისტოდან - 23 ნოემბრამდე საქართველოდან 57.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა

ნოემბერი 24, 2020
6_1614326244.jpg

2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 10 848 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 57.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 


აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 993 ტონით (38%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18.4 მლნ აშშ დოლარით (48%)  გაიზარდა. ამავე პერიოდში, თხილის საექსპორტო ფასი 7%-ით გაიზარდა.


ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (3 131 ტონა), იტალიაში (2 124 ტონა), ჩეხეთში (594 ტონა), პოლონეთში (320 ტონა), ლიეტუვაში (311 ტონა), ბულგარეთში (300 ტონა), ესპანეთში (330 ტონა), საფრანგეთში (218 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (84 ტონა), ლუქსემბურგი (60 ტონა), სლოვაკეთში (64 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).


ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (540 ტონა), თურქეთი (530), სომხეთი (527 ტონა), ბელარუსი (284 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), უკრაინა (176 ტონა), ალჟირი (173 ტონა), კანადა (136 ტონა), საუდის არაბეთი (95 ტონა), მექსიკა (67 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), იორდანია (38 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.


რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

ოქტომბერი 28, 2020

თელავში, რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაა...

„დანერგე მომავალი ახალი ნერგების ღირებულებას 100%-ით აუნაზღაურებს

ნოემბერი 6, 2020

სტიქიური მოვლენების დროს, არის შემთხვევები, როდესაც ფერმერებს ბაღები,  მთლიანად უზიანდებათ. ეს არ არის მხოლოდ მოსავლის დაკარგვა. ბოლო სტიქიური მოვლენების შედეგად, კახეთის რეგიო...

მეტის ნახვა+