სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამითა და აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ფერმერებს აქვთ, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული აქვთ და ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას მოახდენენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების დაწყებიდან დღემდე, 35,000-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მოახდინა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია, ჯამში დარეგისტრირდა 30,000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობმა 10,000 ჰა-ზე მეტი შეადგინა.