მიმდინარეობს საიტის განახლება

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები – ევროპული დიპლომის მფლობელი პირველი ეროვნული პარკი საქართველოში

ნოემბერი 8, 2020
7_1604999713.jpg
ნახევრადუდაბნო და ტყე, წყნარი და მშვიდი, ერთი შეხედვით მიძინებული დედამიწა, მაგრამ ამავდროულად სიცოცხლით სავსე, ულამაზესი ხედებით, ბუნების ძეგლებით, ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლებით მდიდარი ტერიტორია – ეს ვაშლოვანია. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთაღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში მდებარეობს. ის 1935 წელს ნაკრძალის სახით ქართველი მეცნიერების, ნიკო კეცხოველისა და ვასილ გულისაშვილის ინიციატივით დაარსდა. 2003 წლიდან კი, დაცული ტერიტორიის გაფართოების მიზნით, ნაკრძალს ეროვნული პარკიც შეემეტა, რომლის ფარგლებშიც მოექცა სამი ბუნების ძეგლი – ალაზნის ჭალები („კაკლის ყურე“), არწივის ხეობა და „ტახტი-ტეფას“ ტალახის ვულკანები, საერთო ფართობმა კი 35 067,5 ჰექტარი შეადგინა.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ერთადერთია საქართველოში, და ერთ-ერთია ევროპის 30 ქვეყნის, მხოლოდ 100 მდე დაცულ ტერიტორიას შორის, რომელსაც მინიჭებული აქვს ევროპული დიპლომის სტატუსი უნიკალური ბიომრავალფეროვნების, გამორჩეული ლანდშაფტების, ეკოსისტემებისა და მცენარეთა და ცხოველთა მდიდარი მრავალფეროვნების გამო.

რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

ოქტომბერი 28, 2020

თელავში, რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაა...

„დანერგე მომავალი ახალი ნერგების ღირებულებას 100%-ით აუნაზღაურებს

ნოემბერი 6, 2020

სტიქიური მოვლენების დროს, არის შემთხვევები, როდესაც ფერმერებს ბაღები,  მთლიანად უზიანდებათ. ეს არ არის მხოლოდ მოსავლის დაკარგვა. ბოლო სტიქიური მოვლენების შედეგად, კახეთის რეგიო...

მეტის ნახვა+