მიმდინარეობს საიტის განახლება

ალტერნატიული ენერგორესურსების გამოყენება ტყეზე ზეწოლას მნიშვნელოვნად შეამცირებს

ნოემბერი 8, 2020
5_1604999604.jpeg
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) II სამუშაო ჯგუფის ,,ალტერნატიული ენერგორესურსები და შეშის მდგრადი გამოყენება’’ შეხვედრა გაიმართა, სადაც ტყეზე ზეწოლის შემცირების, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების და ალტერნატიული განახლებადი ენერგიის გამოყენების გზები განიხილეს.

„დღეს, ქვეყანაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ენერგოეფექტურობა და ტყის მდგრადი მართვა წარმოადგენს. დონორ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ვიმსჯელეთ – თუ როგორ შეიძლება ტყეზე ზეწოლის შემცირება ალტერნატიული ენერგორესურსების საშუალებით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ სიტყვით გამოსვლისას.

შეხვედრაზე, მონაწილეებმა საპილოტე პროექტების განხორციელებაზეც იმსჯელეს. აღნიშნული პროექტები საქართველოში ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვას და ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ალტერნატიული ენერგორესურსების და შეშის მდგრადი გამოყენების ღონისძიებები  გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური, ასევე  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და CENN ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

ოქტომბერი 28, 2020

თელავში, რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაა...

„დანერგე მომავალი ახალი ნერგების ღირებულებას 100%-ით აუნაზღაურებს

ნოემბერი 6, 2020

სტიქიური მოვლენების დროს, არის შემთხვევები, როდესაც ფერმერებს ბაღები,  მთლიანად უზიანდებათ. ეს არ არის მხოლოდ მოსავლის დაკარგვა. ბოლო სტიქიური მოვლენების შედეგად, კახეთის რეგიო...

მეტის ნახვა+