მიმდინარეობს საიტის განახლება

სახელმწიფო ვაშლის მოსავალის სუბსიდირებას განახორციელებს

ნოემბერი 8, 2020
1_1604998990.jpeg
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით შიდა ქართლის რეგიონში წელს 120 000 ტონაზე მეტ ვაშლის მოსავალს ელოდებიან. იმისათვის, რომ ფერმერებს ჩაუბარებელი არ დარჩეთ საკუთარი შრომის შედეგად  მოყვანილი პროდუქტი, მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც გულისხმობს 10 თეთრიან სუბსიდირებას 1 კილოგრამ ვაშლზე. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები, მინიმუმ, 22 თეთრს გადაუხდიან ჩამბარებელს, მიიღებენ 10 თეთრის კომპენსაციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომ ჩაუბარებელი არ დარჩეს მოსავალი და ფერმერებმა ანაზღაურება მიიღონ. მთავრობის გადაწყვეტილება არის მასტიმულირებელი მექანიზმი კომპანიებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა საბრუნავ საშუალებებზე,  არ მოხდეს სახელმწიფოს ჩარევა უშუალოდ შესყიდვებში და ეს განახორციელოს გადამმუშავებელმა კერძო კომპანიებმა, რომლებიც, ძირითადად, ვაშლის წვენის კონცენტრანტს აწარმოებენ.  კონცენტრატი საექსპორტო პროდუქტია და ევროკავშირის ქვეყნებში გადის. კომპანიებს ერთწლიანი საბრუნავი საშუალებების პროცენტს დავუფინანსებთ იმ შემთხვევაში, თუ საბანკო კრედიტი არ იქნება 16 %-ზე მეტი. ჩვენ დავაფინანსებთ ნახევარს, 8 %-ს. ასეთივე მიდგომაა იმ შემთხვევაშიც, თუ იქნება ცვლადი საპროცენტო განაკვეთი.

რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

ოქტომბერი 28, 2020

თელავში, რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაა...

„დანერგე მომავალი ახალი ნერგების ღირებულებას 100%-ით აუნაზღაურებს

ნოემბერი 6, 2020

სტიქიური მოვლენების დროს, არის შემთხვევები, როდესაც ფერმერებს ბაღები,  მთლიანად უზიანდებათ. ეს არ არის მხოლოდ მოსავლის დაკარგვა. ბოლო სტიქიური მოვლენების შედეგად, კახეთის რეგიო...

მეტის ნახვა+