მიმდინარეობს საიტის განახლება
1605684642.png
აგრო ირიგეიშენი აგრო სოლუშენს ჯგუფში შემავალი სარწყავი სისტემების კომპანიაა. იგი ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და უზრუნველყოფს ნებისმიერი სირთულის და მასშტაბის საირიგაციო სისტემების პროექტირებას და ამ პროექტების იმპლემენტაციას.

კომპანია ადგილობრივი სპეციალისტების და საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით, ახორციელებს საირიგაციო სისტემების უზუსტესი საინჟინრო პროექტების მომზადებას, როგორც ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურებისთვის, ისე სასათბურე მეურნეობებისთვის. 
საერთაშორისო კომპანიებთან პარტნიორობით აგრო ირიგეიშენი უზრუნველყოფს პრემიუმ ხარისხის სარწყავი სისტემების ინსტალაციას.

აგრო ირიგეიშენის თითოეული პროექტის განხორციელებაში ჩართულია აგრონომებისა და აგრო ინჟინრების გუნდი, რომლებიც  კულტურის, რეგიონის და ნიადაგურ-კლიმატურის პირობების გათვალისწინებით ადგენენ კონკრეტული კულტურისთვის საჭირო წყლის საჰექტრო ნორმას, სისტემის სიმძლავრეების გათვლას და შესაბამისად უზრუნველყოფენ, როგორც რეზერვუარების, ისე წვეთოვანი სარწყავი სისტემების პროექტირებას.  

კომპანია მუდმივად ახდენს აგრო ინჟინერების და სპეციალისტების გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. 

კომპანია აკრედიტირებულია სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მიერ და ჩართულია სახელმწიფო პროექტებში. 

ჩვენი კომპანიები
background მეტის ნახვა+