მსოფლიოს უმეტეს რეგიონში, მტკნარი წყლის 70% სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში გამოიყენება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის ზრდის პარალელურად 2050 წლისთვის მტკნარი წყლების მოხმარება 15 %-ი...

აგრო ირიგეიშენი აგრო სოლუშენს ჯგუფში შემავალი სარწყავი სისტემების კომპანიაა. იგი ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და უზრუნველყოფს ნებისმიერი სირთულის და მასშტაბის საირიგაციო სისტემების პროექტირებას და ამ პროექტების იმპლემენტაციას.
კომპანია ადგილობრივი სპეციალისტების და საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით, ახორციელებს საირიგაციო სისტემების უზუსტესი საინჟინრო პროექტების მომზადებას, როგორც ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურებისთვის, ისე სასათბურე მეურნეობებისთვის.
საერთაშორისო კომპანიებთან პარტნიორობით აგრო ირიგეიშენი უზრუნველყოფს პრემიუმ ხარისხის სარწყავი სისტემების ინსტალაციას.
აგრო ირიგეიშენის თითოეული პროექტის განხორციელებაში ჩართულია აგრონომებისა და აგრო ინჟინრების გუნდი, რომლებიც კულტურის, რეგიონის და ნიადაგურ-კლიმატურის პირობების გათვალისწინებით ადგენენ კონკრეტული კულტურისთვის საჭირო წყლის საჰექტრო ნორმას, სისტემის სიმძლავრეების გათვლას და შესაბამისად უზრუნველყოფენ, როგორც რეზერვუარების, ისე წვეთოვანი სარწყავი სისტემების პროექტირებას.
კომპანია მუდმივად ახდენს აგრო ინჟინერების და სპეციალისტების გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
კომპანია აკრედიტირებულია სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მიერ და ჩართულია სახელმწიფო პროექტებში.
ბლოგი
სარწყავი სისტემის სწორი პროექტირების მნიშვნელობა და გავრცელებული შეცდომები
თებერვალი 3, 2022როგორ ვიქცევით, მას შემდეგ, როცა ვაცნობიერებთ, რომ სასოფლო-სამეუნრეო ნაკვეთზე, სადაც წარმატებული საქმიანობის განხორციელებას ვგეგმავთ სარწყავი წყლის არსებობა აუცილებელი ნაწილია?! ალბათ ამის პ...
წყლის რესურსების დეფიციტი მსოფლიოში
სექტემბერი 1, 2022ბოლო პერიოდი სასოფლო-სამეურნეო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გამუდმებით გვესმის წყლის რესურსების ხელმისაწვდომობის პრობლემების შესახებ. სოფლის მეურნეობა ერთდროულად წყლის დეფიციტის მ...