მიმდინარეობს საიტის განახლება
1605684710.png
გრინ სთეფსი აგრო სოლუშენს ჯგუფში შემავალი გარემოსდაცვითი კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის არეალი მოიცავს საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევას, საქმიანობების მონიტორინგს და ნებართვების მიღებას. 

კომპანიის საქმიანობა მოიცავს: გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების (სკრინინგის/სკოპინგის ან/და გარემოზე ზემოქმედების შეფასების)  მომზადებას, გეოინფორმაციულ (GIშ) სისტემაში ინფორმაციის დამუშავებას, ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებას, ლიცენზიების  და ნებართვების (ჭების და ჭაბურღილების, მტკნარი წყლის მოპოვება/ჩამოსხმის)  მოპოვებას.

კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტებით, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ ისეთ მიმართულებებში როგორებიცაა ეკოლოგია, ბიოლოგია, ზოოლოგია, ინჟინერია, ჰიდროლოგია, გეოლოგია, ნარჩენების მართვა, გეოინფორმაციული სისტემები და სხვა.

გარდა ზემოაღნიშნული საქმიანობებისა, გრინ სთეფსი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს გარემოსდაცვითი მიმართულებით კვლევებს, მონაწილეობას იღებს სხვდასხვა გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებაში და უზრუნველყოფს კერძო საწარმოების და მეურნეობების მხარდაჭერას გარემოსდაცვით საკითხებში.

ჩვენი კომპანიები
background მეტის ნახვა+
ბლოგი

კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცულ ტერიტორიებს, პანდემიის პირობებში დაუბრკოლებელი ფუნქციონირებისთვის, 4 160 000 ლარის მოცულობის მხარდაჭერას აღმოუჩენს

ნოემბერი 8, 2020

ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ეკოტურიზმიდან შემოსავლების შემცირებამ, საფრთხის ქვეშ დააყენა დაცული ტერიტორიების სააგენტოს უწყვეტი და ეფექტიანი ფუნქციონირება. შექმნილი გამოწვევ...

კახეთში პირველი ბიოსფერული რეზერვატი შეიქმნება

ნოემბერი 8, 2020

კახეთში ბიოსფერული რეზერვატის,  როგორც ბუნების კონსერვაციის და მდგრადი გამოყენების საუკეთესო ინსტრუმენტის შექმნის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნე...

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი

ნოემბერი 8, 2020

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის უმთავრესი მიზანი გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირებაა.კანონპროექტის დამტკიცებით, შეიქმნ...

მეტის ნახვა+