მიმდინარეობს საიტის განახლება

სოფლის მეურნეობა და EXCEL

ოქტომბერი 12, 2022
954190e5162735d8ed507ff810d32dca.png

სოფლის მეურნეობა მიმზიდველი სფერო გახდა ბევრი ბიზნესმენისთვის მთელს მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში და ბევრი ადგილობრივი ,,გლეხი” ბოლო დროს სერიოზულ ფერმერობას ეჭიდება. ეს პრაქტიკა ბოლო წლების გლობალურმა პრობლემებმა და მისგან წარმოქმნილმა სასურსათო უსაფრთხოების სტაბილურობის რისკებმაც გამოიწვია. ბაზარზე, რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების გამო, სასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნა-მიწოდების პროცესის დისბალანსმა, სოფლის მეურნეობის  მიმართ ინტერესი უფრო მეტად გაამძაფრა.

მაღალი ინტერესის ფონზე, იზრდება არაკვალიფიციური ბიზნესები აგრო სფეროში. სტარტაპები, აგრობიზნესში სპონტანური და იმპულსური შესვლით,    ,,გაფუჭებულ ინვესტიციებს” აგროვებენ. მაშინ, როცა ყველა ფერმის მიზანი მომგებიანი მწარმოებლურობაა.

მკითხველისთვის შეიძლება რთული წარმოსადგენი იყოს კავშირი სოფლის მეურნეობასა და Excel-ს შორის. თუმცა გამოცდილი ფერმერი და აგრო ბიზნესის წარმომადგენელი, ჭეშმარიტად იგრძნობს ამ ორი ტერმინის მჭიდრო ურთიერთკავშირს.

სოფლის მეურნეობის ნებისმიერ სექტორში მნიშვნელოვანია კალკულაციის უნარ-ჩვევები. აგრო ბიზნესს სჭირდება სწორი დაგეგმვა, რაშიც იგულისხმება არა მარტო ბაღის ან ფერმის პროექტირება, არამედ საოპერაციო ხარჯების გათვლა, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობის განსაზღვრა, საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ხარჯების ანალიზი, მოსალოდნელი რისკების შეფასება და დაზღვევის გეგმის განსაზღვრა.

გაუმართლებელი ინვესტიციების მთავარი მიზეზი ძირითად შემთხვევაში არასრულფასოვანი ბიზნესგეგმით ან სულაც მის გარეშე  საქმიანობის დაწყებითაა განპირობებული.  გამოუცდელი თვალისთვის ინვესტიციების მსუყე ნაწილი, ერთი შეხედვით ბრუტალურ მიზნებს ემსახურება. ჩვენ ამ სტატიაში შევეცდებით გაჩვენოთ, რა მნიშვნელობა აქვს საქმიანობის საწყის ეტაპზე სწორ და მიზნობრივ ინვესტიციებს და სად მივყავართ ამ სტადიაზე ნებით თუ უნებლიედ გაპარულ ლაფსუსებს ფინანსების კალკულაციაში.

Excel-ისა და კალკულაციის გარეშე ყველა გასაწევი ხარჯი პოსტფაქტუმ გვიჩნდება საქმიანობაში და მანამდე შეგვეძლება მათთან გამკლავება, სანამ არსებული კაპიტალი ამის საშუალებას მოგვცემს. Excel-ის გარეშე რთულია შეაგროვო ინფორმაცია ყველა ფინანსურ ტრანზაქციაზე და შეძლო მათი თვალსაჩინო ანალიზი. 

ბიზნესგეგმის (რომელშიც ბიზნეს კალკულაციებიც იგულისმხება) გარეშე აგრობიზნესის დაწყების სცენარი - პირობითად შერჩეული კულტურა მარწყვის ბაღი. ბიზნესუბიექტი  არჩევს და აწესრიგებს ნაკვეთს, არჩევს ნერგს, აშენებს  მარწყვს, ელოდება მოსავალს.

ნაკვეთის არჩევა ხდება კულტურის მოთხოვნილების შესაბამისად. ნაკვეთის კულტურასთან შესაბამისობა დგინდება ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე. მწარმოებელმა უნდა დათვალოს, ნიადაგის საკვები ელემენტებით კულტურის მოთხოვნილებისამებრ გამდიდრება რა ინვესტირებას ითხოვს მისგან, მზად არის და უღირს თუ არა ეს ხარჯი.

ნერგის შერჩევის ეტაპზე უნდა განსაზღვროს რა რაოდენობის ნერგი სჭირდება, რა რესურსის გაღება მოუწევს. რა ზღვრული მოსავლის მიღების პოტენციალი აქვს შერჩეულ ჯიშს და აქედან გამომდინარე რა ლოგიკურ შემოსავალს უნდა ელოდოს.

ბაღის გაშენების ხარჯების დეტალური კალკულაცია - სისტემების შესყიდვიდან მათი ინსტალაციის ღირებულებების გათვალისწინებით. გაანალიზოს მოსალოდნელი ხარჯები და შეაფასოს ამისთვის მზაობა.

მოსავლის ნაწილში პირველი შეცდომა - მწარმოებელი ელოდება მაქსიმალურ მსხომოიარობას, რომელიც შესაძლოა არ დადგეს. მას კი მოგება მაქსიმალურ მოსავლიანობაზე აქვს გათვლილი. 

Excel ანალიზი ეხმარება მწარმოებლებს შეაფასონ წარმოების ციკლი სეზონის/წლის ჭრილში. ამით საქმიანობის მომდევნო ეტაპები რეალურ მოლოდინებს გააჩენს და რაციონალურ  შედეგებზე გაიყვანს მწარმოებელს.


ნუშის წარმოება საქართველოში

სექტემბერი 16, 2021

საქართველოში ბოლო წლებში ნუშის სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ნუშის კომერციული ჯიშების გავრცელება და მაღალინტენსიური ბაღების გაშენება....

თხილის წარმოება საქართველოში

ოქტომბერი 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

მეტის ნახვა+