მიმდინარეობს საიტის განახლება

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტების ანალიზი

სექტემბერი 30, 2022
59ac971e2b09bfcc42a2d035bcac1bb0.png

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დანერგე მომავლის ფარგლებში გაშენებული ბაღების რაოდენობა 2015 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა. Რაც ნიშნავს, რომ წლებთან ერთად   გაზრდილია მოსახლოების ყურადღება და ინტერესი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის მიმართ, შეიმჩნევა ახალი  კულტურების გაშენების ტენდენცია.  

მაგალითად, 2015 წლამდე კომერციული, მასშტაბური ნუშის ბაღი საქართველოში არ გვხვდებოდა. მიმდინარე პერიოდისთვის კი მხოლოდ დანერგე მომავლის ფარგლებში, 3913.07 ჰექტარი ბაღი გაშენდა. 

სოფლის განვითარების საგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქათ, რომ ბაღების გაშენების ტენდენცია მზარდია. 2015 წლიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მათი რაოდენობა 4.1 - ჯერაა გაიზრდილი.

ჯამში, 2015 წლიდან 2022 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოში დანერგე მომავლის ფარგლებში 17 124.37 ჰა ახალი ბაღი გაშენდა. იგივე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახალი ბაღების გასაშენებლად 114 674 717.5087 ლარი დაიხარჯა.

ბაღების გასაშენებლად 2015 წლიდან დღემდე დახარჯული თანხების ოდენობა წლიურ ჭრილში მზარდია. სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი 2023 წლისთვისაც ბიუჯეტის ზრდას აანონსებს, რაც კიდე უფრო მეტად წაახალისებს დარგით დაინტერესებულ მოქმედ და დამწყებ ფერმერებს.

კახეთის რეგიონი ლიდერია გაშენებული ბაღების რაოდენობის მიხედვით. ჯამში ამ რეგიონში საანგარიშო პერიოდს განმავლობაში 6361.6 ჰექტარი სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის ბაღი გაშენდა. კულტურების მიხედვითაც კახეთი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. Ამ რეგიონში დანერგე მომავლის პროგრამის ფარგლებში გვხვდება ალუჩის, ბროწეულის, გარგარის, ვაშლის, კაკლის, კომშის მაყვლის, ნუშის, ტყემლის ქლიავის და ხურმის ბაღები.

სოფლის განვითარების საგენტოს პროგრამა ,,დანერგე მომავალი” განსაზღვრავს  რეგიონების კლიმატურ-ნიადაგური პირობების მიხედვით კულტურების ჩამონათვალს. ნიშანდობლივია, რომ კახეთის რეგიონში კულტურათა მრავალფეროვნება ამ ფაქტორითაცაა განპიორბებული. 

საერთო ჯამში ამ პროგრამამ მიზიდულობა გააჩინა სოფლის მეურნეობის დარგების მიმართ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დაახლოებით 7-ჯერაა გაზრდილი  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასიც.  მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პროექტების განხორციელება, რაც ნამდვილად ასტიმულირებს სექტორს. თუმცა, როცა სექტორში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური კადრები და ცოდნის დეფიციტია, მნიშვნელოვანია სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა, ინტენსიურ პრაქტიკულ ტრენინგ-კურსებზე ხელმისაწვდომობა, რომ ნებისმიერი სახით გაღებული სახელმწიფო, კერძო თუ კომბინირებული ინვესტიცია გამართლებული და მომგებიანი იყოს გრძელვადიან ჭრილში.


ნუშის წარმოება საქართველოში

სექტემბერი 16, 2021

საქართველოში ბოლო წლებში ნუშის სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ნუშის კომერციული ჯიშების გავრცელება და მაღალინტენსიური ბაღების გაშენება....

თხილის წარმოება საქართველოში

ოქტომბერი 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

მეტის ნახვა+